Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არმენოლოგიის კათედრის დაარსების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2-3 ნოემბერს  გამართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრის დაარსების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო  კონფერენციას  (თემატიკა – ქართულ-სომხური ისტორია-ფილოლოგია, ქართველოლოგია).

  

იმუშავებს შემდეგი სექციები:

ისტორია და ისტორიოგრაფია

ლიტერატურათმცოდნეობა

წყაროთმცოდნეობა

კულტურის კვლევები

ხელოვნებათმცოდნეობა

არქივმცოდნეობა

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება – 20 წუთი.

მსჯელობა – 10 წუთი.

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ მოხსენების სათაური,  ხოლო 10 ოქტომბრამდე – სტატია  ელექტრონული ფოსტის მისამართზე: conference.hum@tsu.ge

 

იხ. სტატიების გაფორმების წესი.

 

სტატიების კრებული განთავსდება თსუ-ს ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე.

 

საკონტაქტო პირები: ასოც. პროფესორი ნათია ჩანტლაძე და ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი